пятница, 15 апреля 2011 г.

პროექტის სახელი: გაზაფხული ჩემს სოფელში


პროექტის მიზნები: გაზაფხულზე ბუნების მოვლენების კვლევა; მცენარეებზე დაკვირვება, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება, ფრინველებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების გამომუშავება, სოფლად შრომით საქმინაობაზე დაკვირვება, ინფორმაციის შეგროვება.
მონაწილეთა ასაკი: 7–8 წლის მოსწავლეები
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიხსენებენ გაზაფხულის შესახებ შესწავლილ ნაწარმოებებს, ბუნებაში ექსკურსიის შედეგად აღწერენ, თუ როგორ იღვიძებს ბუნება, როგორ იცვლება კლიმატი.
მოსწავლეები შეძლებენ სოფელში მიმდინარე შრომით პროცესებზე დაკვირვებას, აღწერას, მონაწილეობას მიიღებენ ამ საქმიანობაში, მოიძიებენ კომპიუტერში ფოტომასალას, იზრუნებენ სკოლის ეზოს გალამაზებაზე, შექმნიან გაზაფხულის ყვავილებით ჰერბარიუმს.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:ბავშვები, სახელმძღვანელო, კომპიუტერი ინტერნეტით, სამეურნეო რესურსი, ფურცლები, ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა: გაკვეთილზე გაზაფხულის შესახებ შესწავლილი ნაწარმოებების თავმოყრა, ბუნებაში ექსკურსიის დროს ჯგუფებს დაევალებათ დააკვირდნენ ბუნებას, გარემოს, იფიქრონ და თითოეულმა ჯგუფმა ,,საკვლევ ობიექტზე“ დაკვირვების შედეგად გამოთქვას მოსაზრებები, აღწერონ თუ რა ხდება ამ ,,ობიექტზე“ გაზაფხულის დადგომის შედეგად, როგორ იცვლის სახეს ბუნება, როგორ იცვლება კლიმატი, როგორი ამინდია – მზიანი თუ ღრუბლიანი, თბილი თუ ცივი, როგორ იმოსება დედამიწა გაზაფხულის პირველი ყვავილებით,
საცდელ ნაკვეთზე აკვირდებიან მიმდინარე ხვნა–თესვას და აგროვებენ ინფორმაციას, მიიღებენ მონაწილეობას ამ პროცესში და ფოტოზე აღბეჭდავენ ამას.
აკვირდებიან და ახასიათებენ გადამფრენ ფრინველებს, რომლებიც ამ დროს ბუდობას იწყებენ და ზრუნავენ მათზე.
საგნებთან/სასწავლო ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა, ბუნება. მოსწავლეები მოიპოვებენ საჭირო თვისობრივ მონაცემებს, აწესრიგებენ, ამუშავებენ, იკვლევენ და არჩევენ წარდგენის ხელსაყრელ ფორმას.

ქართული ენა: II.2.მოსწავლე ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
II. 8. მოსწავლე დამოუკიდებლად ადგენს მცირე მოცულობის ტექსტებს ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.

ბუნება: II. 1. მოსწავლე აღწერს მცენარის ძირითად გარეგან ნაწილებს.
II. 8. მოსწავლე აკვირდება, ახასიათებს და აღწერს ამინდის კომპონენტებს.
II. 10. მოსწავლე აღწერს მცენარეების მნიშვნელობას ადამინისათვის.
პროექტის ხელმძღვანელი:ლ. ოქროპირიძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: Lamzira. O.@gmail.com.